არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" რეაბილიტირებულ
ხიდზე ხის მასალის დაბრუნებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება მედიარუმში გაკეთდა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის გია გოქაძის თქმით, მინაზე გადაადგილება
უსაფრთხო არ არის და, ლითონის ფილის ხის მასალით შეცვლამდე, მინის
ზედაპირზე გადაადგილების შეზღუდვის დაწყებასაც ითხოვს.
"უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა დააყენოს მერიამ
პირველ ადგილზე, საშიშია მინაზე გადაადგილება, ამიტომ მოძებნონ
თანხები, როგორც უნდა ისე, და ხიდი დაუბრუნონ პირვანდელ
მდგომარეობას", – ამბობს გია გოქაძე.
ის ამბობს, რომ პირველ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილზე, გადაადგილების
შემზღუდავი ნიშანი უნდა დაიდგას. მისივე თქმით, რამდენიმე დღის
წინ ადამიანი თეთრ ხიდზე გადაადგილებისას მოსრიალდა.
თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი
თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა. სარეაბილიტაციო
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასში 445 000 ლარი
დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა"
შეასრულა. ხიდის გახსნიდან მეორე დღეს ლიტონის ფილა
დაზიანდა.
ქუთაისის მერიაში
"ევროპა ჩვენი სახლიას" მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები