ახალი ამბები
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
FaceBook
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი, 26 დეკემბერს, საკრებულოს ბოლო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, დაამტკიცეს.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

2019 წლის ქალაქის ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 54 992 000 მილიონი ლარია.

მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ნიშნიანიძის თქმით,  მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტებად რჩება  ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამების მხარდაჭერა. მისი თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული, წლის განმავლობაში კი  მერია რგფ-დან დამატებით ელოდება 16 მილიონი ლარის გადმორიცხვას.

ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, დავით ნიშნიანიძის თქმით,  4 900 000 ლარამდეა გაზრდილი სოციალური პროგრამების დაფინანსება, კონკრეტულად, გაიზარდა  მრავალშვილიანი დედებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გათვალისწინებული თანხა.  

დავით ნიშნიანიძემ,  წარმომადგენლობითი ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სინამდვილეში  ბოლო წლებში ამ მიმართულებით 180 000 ლარია დაზოგილი. ადმინისტრაციული ხარჯები  შემცირებულია. 

"იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ 180 000-მდე თანხის დაზოგვა წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, დღეს მაინც გვიწევს ოპოზიციასთან თავის მართლება", - ამბობს ნიშნიანიძე.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი ქალაქის რეალურ საჭიროებებზე არ არის მორგებული. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით,  2019 წლის ბიუჯეტში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები და შესაბამისად, მომავალ წელს ქალაქი იგივე პრობლემებით შეხვდება.

"ბიუჯეტის თითქმით ნახევარი ხმარდება ხელფასებს და მათ აქტივისტებს. ეს ბიუჯეტი არ იქნება მოსახლეობაზე ორიენტირებული, შესაბამისად, ვერ დავუჭერდით მხარს. ეს ბიუჯეტი ცხადყოფს, რომ  მომავალ წელსაც ქალაქი გადათხრილი იქნება, პრობლემები კი უფრო მწვავე", - ამბობს გიგა შუშანია. 

საკრებულოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატის, მერაბ მეშველიანის თქმით კი ბიუჯეტი არის ნაჩქარევად შედგენილი და რეალურ საჭიროებებს არ ასახავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.