ხონის რაიონის სოფელ გუბში ორი ოჯახი გაქურდეს. ადგილობრივების თქმით,
წაღებულია სპორტული ტანსაცმელი, ტელევიზორები, ბოტასები და 16 ლარი.
გუბში მცხოვრებლების თქმით, მესამე ოჯახშიც შევიდნენ, თუმცა,
რამის წაღება ვერ მოასწრეს , რადაგან ოჯახის წევრებმა
ხმაური გაიგეს.
"ერთი ბიჭი იყო, მაღალი, გამხდარი, ხმაურზე რომ გამოვედით
გაიქცა", – ამბობენ ადგილობრივები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 177ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები