სამტრედიის რკინიგზის სადგურში სამორიგეო კოშკურიდან თანამშრომელი
გადმოვარდა.
56 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სამუშაოს შესრულების
პროცესში მოხდა.
მამაკაცს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარს "რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი" უკვე გამოეხმაურა.
პროფესიული გაერთიანების თქმით, მათი ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე
შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში
გამოაქვეყნებს.
,,საქართველოს რკინიგზაში" სამუშაო პროცესი გასულ წელს შეამოწმა
შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა, რა დროსაც შრომის
უსაფრთხოების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად
უწყებამ 700 გვერდიანი სარეკომენდაციო წერილი შეიმუშავა.
პარალელურად, ძალაში შევიდა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი,
რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის უსაფრთხო
სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და
მონაწილეობის შესახებ.
ამის მიუხედავად, "რკინიგზელთა პროფკავშირში" მიიჩნევენ, რომ მიღებული
ზომები საკამრისი არ არის. გაერთიანება ადმინისტრაციას მოუწოდებს
დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის
უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები