გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო ჭრის, ტრანსპორტირებისა
და რეალიზაციის ფაქტები გამაოვლინეს.
კანონდარღვევა რამდენიმე რეგიონში დაფიქისრდა.
სააგენტოს თანამშრომლებმა, გაჩერებული ავტომანქანებზე ღიად და
ზოგ შემთხვევაში - ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები
აღმოაჩინეს. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევას, რაც 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო, თუ
ჯარიმის რაოდენობა აღნიშნულ თანხას აღემატება, პირის მიმართ სისხლის
სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.
მასალის გამოყენების პირობები