„სად არის ჩემი შვილის მკვლელი“? – ზაზა სარალიძე პარლამენტში მივიდა (ვიდეო)
12:16 / 21.12.2018
"სად არის ჩემი შვილის მკვლელი?" – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც
ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას დაუსვამს.
სარალიძე პარლამენტში მინისტრის მოსასმენად რამდენიმე წუთის წინ
მივიდა.
მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ მინისტრი მისი შვილის მკვლელობასთან
დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ახალ ინფრომაციას მიაწოდებს.
გიორგი გახარიას დეპუტატები დღეს პარლმანეტში ნაცვლად 16:00 საათისა,
14:00 საათზე ელოდებიან.
გახარია 2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშს წარადგენს.
მინისტრი, ასევე, ისაუბრებს 2018 წლის 12 მაისს კლუბებში -"ბასიანსა"
და "გალერიში" ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრთან
შეკითხვები ექნებათ დეპუტატებს, მათ შორის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი
სისხლიანი გარჩევის შესახებ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები