პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილების ამოქმედების მიუხედავად,
2019 წელს პლენარული სხდომები კვლავ ქუთაისში ჩატარდება.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თბილისში
მდებარე პარლამენტის შენობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ჯერ
დასრულებული არ არის.
"ყველა შემთხვევაში ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან
ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი", – განაცხადა თამარ
ჩუგოშვილმა.
გადაწყვეტილებას დეპუტატებმა დღეს ბიუროს სხდომაზე უყარეს კენჭი.
ახალი რეგლამენტით პარლამენტის ერთადერთ
ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა. შესაბამისად, მმართველი გუნდი
აცხადებდა, რომ 2019 წლის იანვრის პირველი სხდომა თბილისში მდებარე
პარლამენტის შენობაში ჩატარდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები