ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა პრესკლუბში
"მედიარუმი" ქუთაისის განვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ეკონომიკური ჰაბი, თუმცა, ეს არის
გრძელვადიანი პერსპექტივა.
კობა ნარჩემაშვილის თქმით, ქუთაისის განვითარებისთვის
პრინციპული მნიშვნელობა აქვს ქუთაისზე კანონის შექმნას, რომელიც
დაარეგულირებს ქალაქის ურბანულ გავითარებას და ყველა პროექტს, რაც
ქალაქში განხორციელდება.
"გვინდა, რომ მივიღოთ კანონი ქუთაისზე და საკანონმდებლო გარანტიების
შექმნა მიმაჩნია ერთ–ერთ ყველაზე პრინციპულ გადაწყვეტილებად
ქუთაისისთვის. ეს არის ქალაქის ურბანული განვითარება, რომელიც უნდა
იყოს მკაცრად რეგლამენტირებული და ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ ქუთაისთან
მიმართებაში ის შეცდომები, როგორიც დაშვებულია თბილისში
განაშენიანების თვალსაზრისით. ქუთაისს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული
კულტურული პეწი და ისტორიული იერსახე. ამ კანონის მიღებისთანავე, ჩემი
აზრით, გაჩნდება აუცილებლობა გენერალური გეგმის დამტკიცების. ქუთაისი
უნდა გახდეს ეკონომიკური და ტურისტული ჰაბი. ყველას აქვს მოლოდინი,
რომ ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, მაგრამ საწუხაროდ ეს არ
მოხდება ერთ და ორ წელიწადში", – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა პარლამნეტის შენობის ბედზე და განაცხადა, რომ ის
შენობის გაყიდვის მომხრე არ არის.
მასალის გამოყენების პირობები