ტყიბულის მინდელის სახელობის შატხში, 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის
დროს დაკავებული ექვსივე თანამშრომელი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ
გაათავისუფლეს.
ერთ–ერთი ბრალდებულის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის
თქმით, დაკავებულებმა უკვე დატოვეს საპატიმროები.
გოჩა ქასრაშვილი ერთადერთი იყო, რომელიც ბრალს არ აღიარებდა.
დანარჩენი ხუთი კი პროკურატურასთან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე
მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ
ბრალი ქასრაშვილმაც აღიარა.
გიორგი ლეკიშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება, თუმცა, ბრალდებულების
მიმართ პატიმრობის საფუძველი აღარ არსებობს.
2018 წლის 5 აპრილს, ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ექვსი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე სისხლის სამარათლის საქმე
240-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები