ვარციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მგზავრების ნაწილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის
რეგიონალურ ცენტრში გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის, გიორგი მამრიკიშვილის
თქმით,სამედიცინო დაწესებულებაში დილით ოთხი პაციენტი
შეიყვანეს. მათგან ორი უკვე გაეწერა, დანარჩენი ორის
ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბულურად მძიმეა.
ქუთაისი - ვანის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი დღეს დილით
გადაბრუნდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს ცხენებმა
გადაურბინეს, რა დროსაც სატრანსპორტო საშუალება ამოტრიალდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276 – ე მუხლის პირველი
ნაწილით დაიწყო,რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების
უგულებელყოფას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები