3 ქუთაისელი ფოტოგრაფის: ლევან ლექვინაძის, დათო მირზაშვილის და არჩილ გეგენავას ნამუშევრების ფოტოგამოფენა სახელწოდებით - "Georgia, Kutaisi - must see!"
დღეს, 24 ივლისს, კიევში, ჯულიანის აეროპორტი ქუთაისელი ფოტოგრაფების გამოფენას უმასპინძლებს. ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით
"Georgia, Kutaisi - must see!".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 3 ქუთაისელი ფოტოგრაფის: ლევან ლექვინაძის, დათო მირზაშვილის და არჩილ გეგენავას ნამუშევრები, რომელიც ძირითადად გადაღებულია ქუთაისსა და მის შემოგარენში.
გამოფენა გაიხსნება კიევის დროით 16::00-ზე.
ფოტოგამოფენის მიზანია ხელიშეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და უკრაინიდან ქუთაისის მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს.
გამოფენის მხარდამჭერები არიან, საქართველოს საელჩო უკრაინაში, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, ავიაკომპანია
YanAir, კიევის, ჯულიანის აეროპორტი.
მასალის გამოყენების პირობები