ქუთაისში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დაიწყეს. ჯერჯერობით,
დეკორაციები რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთზეა დამონტაჟებული.
თუმცა, კონკრეტული თარიღი თუ როდის დასრულდება ქალაქის
საახალწლოდ მორთვა, მერიაში არ იციან.
ააიპ "ქუთაგანათების" უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ახალი
წლის ღამეს ქუთაისი საახლწლო დეკორაციებით განათებული შეხვდება.
ცენტრალურ მოედანზე ძველი ნაძვის ხე დამონტაჟდება, ოღონდ ახალი
დეკორაციებით. ჯერჯერობით, უცნობია დაიდგმება თუ არა ნაძვის ხე
რეაბილიტირებულ უბანში. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი
აღდგენილი ნაძვის ხე მოირთვება. მიმდინარე წელს ახალი წლის შეხვედრა
ქალაქის ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდება.
2016 წელს, საახალწლო მორთულობის მონტაჟი
3 დეკემბერს დაიწყო.
ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო და ლითონის
მაკომპლექტებელ ელემენტების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა.
პირველი, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ელექტრო მაკომპლექტებელი
ელემენტების შესაძენად (NAT180016266) გამოცხადდა. ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს "დანდი" მას 94 804 ლარად შეასრულებს.
ვაჭრობაში ერთი პრეტენდენტი შპს "დანდი" მონაწილეობდა.
მეორე ტენდერი (NAT180016338) მერიამ ამავე წლის 12 ოქტომბერს 12 732
ლარზე გამოაცხადა. მასში ორი პრეტენდენტი შპს მს და შპს "სმარტ სთილი"
მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს. სმარტ სთილმა
სამუშაოების შესასრულებლად "მს"-ზე ნაკლები 11 682 ლარი მოითხოვა და
გამარჯვებულად გამოცხადდა.
საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების უკმაყოფილებისა
და კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს,
ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.
ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი
მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ,
აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი
ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც
შარშარ ქალაქის ცენტრში იდგა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007
წელს, საკუთარი სახსრებით შეიძინა.
ჯერჯერობით უცნობია მერიის მიერ დაპირებული სიახლეები, საახალწლო
მორთულობების შესახებ, რამდენად გაამართლებს მოქალაქეების
მოლოდინს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი
ამ დრომდე არ დაუწყიათ
ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და
ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას
ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)
ქუთაისის მერია - საახალწლოდ სიახლეებს უნდა ველოდოთ
მასალის გამოყენების პირობები