პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა
იწყება.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ბიუჯეტში
პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ სოციალური მიმართულებები რჩება.
მისივე თქმით, მომავალი წლის მთვარ ფინანსურ დოკუმენტში მნიშვნელოვანი
ადგილი, ასევე, ეთმობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს,
თავდაცვასა და უსაფრთხოებას.
"2019 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ რჩება სოციალური პრობლემები,
რომელიც საქართველოს ახასიათებს, თუმცა, დადებითად უნდა შევაფასოთ ის,
რომ გაიზრდება სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი თანხები. სამწუხაროა,
რომ ათეული წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებებმა ვერ
მოახერხეს ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარება," – განაცხადა გია
ვოლსკიმ.
ოპოზიცია ხელისუფლებას ინფრასტრუქტრული პროექტების ნაწილში
აუთვისებელი თანხების გამო აკრიტიკებს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის
თქმით, მთავრობას ორი მილიარდი ლარი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ჯერ
კიდევ აუთვისებელი აქვს და მის დახარჯვას ამ ორი კვირის ვადაში ვერ
მოასწრებს.
"ძველი ბიუჯეტიდან სულ მცირე ერთი მილიარდი ლარი გადავა მომავალი წლის
ბიუჯეტში და ჩვენ რეალურად ვღებულოთ არა 2019 წლის
ბიუჯეტს, არამედ 2018 წლის ნარჩენ კუდს, რომელსაც ვუმატებთ ახალ
ბიუჯეტს და იქმნება აბსოლუტურად სხვა სურათი",–ამბობს რომან
გოცირიძე.
პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრსაც ელოდებიან.
დეპუტატებმა ბიუჯეტს კენჭი დღესვე უნდა უყარონ.
საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები