ზესტაფონის რაიონულ პროკურატურასთან, ქალაქის მერის, კახაბერ
მახათაძის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მითხოვნით
შეკრებილებს, რაიონული პროკურორის მოადგილე არ შეხვდა.
აქციის მონაწილეების თქმით, როინ ტყაბლაძემ მათ ამით შეურაცხყოფა
მიაყენა.
"ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა. როინ ტყაბლაძემ აბუჩად აიგდო ეს ხალხი.
ჩვენ ახლა დავსახავთ ახალ გეგმებს, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ
პროტესტს", - აცხადებს აქციის ერთ -ერთი მონაწილე, ადვოკატი კახა
შავგულიძე.
აქციის მონაწილეები ქუთაისის საოლქო პროკურატურაში მისვლას არ
გამორიცხავენ.
ზესტაფონში ქალაქის მერის მიმართ პროტესტი მუნიციპალიტეტის შენობასთან
დაიწყო. თუმცა, იმის გამო, რომ ზესტაფონის მერი შვებულებაში იმყოფება,
აქციის მონაწილეებმა რაიონულ პროკურატურასთან გადაინაცვლეს და კახაბერ
მახათაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება
მოითხოვეს.
მათი თქმით, მახათაძის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა
აღძრული. თუმცა, პროკურატურა მასზე ძებნას არ აცხადებს. მათივე თქმით,
ასეთი მერი ქალაქს არ უნდა მართავდეს და იგი უნდა გადადგეს.
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის
18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე
აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის
მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში
ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა
გადადგეს.
ამავე თემაზე:
ზესტაფონში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობაში
შეიჭრნენ (ვიდეო)
"მერი
უნდა ვაიძულოთ, რომ დატოვოს თანამდებობა" - საპროტესტო აქცია
ზესტაფონში (ვიდეო)
დღეს,
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ
ზესტაფონის
მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას
ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები