ქუთაისში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა
სტაბილურად მძიმეა.
75 წლის მამაკაცს სახისა და ზურგის ორივე ზედა კიდურის არეში 17
პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება. პაციენტი ქუთაისის დამწვრობის
ცენტრში დილის 09:30 საათზე შემოიყვანეს და ამ დრომდე ინტენსიური
თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
10 დეკემბერს დილის საათებში ახალგაზრდობის ქუჩაზე ბუნებრივი გაზის
გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად მამაკაცი
დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისში გაზის გაჟონვის შედეგად მამაკაცი
დაშავდა
მასალის გამოყენების პირობები