გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მთელი
კვირის განმავლობაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 11
დეკემბრამდე შენარჩუნდება, ხოლო 12 დეკემბრიდან 15 დეკემბრამდე
ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
"დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, დაბლობში იწვიმებს.მთიან
რაიონებში კი მოსალოდნელია თოვლი," – ამბობს გარემოს ეროვნული
სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო
გვაზავა.
დასავლეთ საქართველოში წვიმასთან ერთად ტემპერატურის მკვეთრად
დაცემასაც პროგნოზირებენ.
სინოპტიკოსების თქმით, ტემპერატურა 4–9 გრადუსი
იქნება.
მასალის გამოყენების პირობები