ახალი ამბები
დღეს, ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავენ
FaceBook
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მოქმედი მერის კახა მახათაძის გადადგომის მოთხვნით დღეიდან აქციას იწყებს. 10 დეკემბერს საპროტესტო აქცია ქალაქის მერის კახა მახათაძის კაბინეტის პიკეტირებით 13:00 საათზე დაიწყება. 

"კახა მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური უფლება იყოს ამ ქალაქის მერი", – განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე გიორგი გოგლიჩიძემ. 

გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის შენობის პიკეტირებას დაიწყებს.ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

ზესტაფონის მერიაში  მერობის ყოფილი კანდიდატის  გიორგი გოგლიჩიძის ბრალდებას პასუხობენ. მერიის ადმინისტრაციული  სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის განცხადებით, ქალაქის მერის კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის დაწყებული.


"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კახა მახათაძის წინააღმდეგ  არანაირის სისხლის საქმე არ არის აღზრული.  ჩვენ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.  ისე გამოდის, რომ  რაღაც სისულეებზე  გვიწევს თავის  მართლება", - აცხადებს ეკა დუგლაძე.

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, მათ შორის აქციითაც, თუმცა, ამბობს რომ დაგეგმილმა აქციამ სამუშაო პროცესს ხელი არ უნდა  შეუშალოს.    


მავე თემაზე:

ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის გადადგომას ითხოვს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.