ახალი ამბები
2018-2020 წლებში საქართველოში 200-ზე მეტი ახალი სასტუმრო გახსნა იგეგმება
FaceBook
2018-2020 წლებში საქართველოში 210-მდე ახალი სასტუმრო აშენდება. შედეგად ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსებისთვის 21 500-ით მეტი საწოლი ადგილი გაჩნდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამი წლის განმავლობაში თბილისში დაგეგმილია 65 სასტუმროს მშენებლობა.

დედაქალაქში 2018 წელს უნდა დასრულდეს ბრენდული სასტუმროების - Hilton Garden Inn-ის, Radisson Park Inn-ის, Radisson BLU Telegraph-ის, Pullman Hotels & Resorts-ის, Holiday Inn Express-ის და Wyndham Grand-ის მშენებლობა. 2019 წელს კი დედაქალაქში კიდევ 5 სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას.

2019 წელს თელავში Holiday Inn-ისა და Golden Tulip, ბაკურიანში კი Rooms
Hotel შევა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება ქუთაისს აქ დაგეგმილია სასტუმრო Ramada Encore-ის მშენებლობა. წელსვე Ramada Resorts-ისა და Metro Holding-ის მშენებლობა დასრულდება კურორტ გოდერძიზე.

რაც შეეხება გუდაურს, აქ 2019 წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში Radisson Blu Gudauri. სასტუმროში 240 საწოლი ადგილი განთავსდება.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა განაცხადა, ქვეყანაში მეტი ბრენდირებული სასტუმროს შემოსვლა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად აამაღლებს. გიორგი ბრეგაძის თქმით, კონკურენციის ზრდა სასტუმროების ნომრების ფასების კლებასაც გამოიწვევს. 

წყარო: https://bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.