საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქუთაისში საგანგებო
ბრიფინგი გამართა.
დავით ასათიანმა ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევისა და პროფესიული
საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ისაუბრა.
კერძოდ, სოციალურ ქსელში გამოჩენილი გვერდის თაობაზე, რომელიც მისი
თქმით, ადვოკატთა ასოციაციის დისკრედიტაციას ეწევა.
ასათიანი ამბობს, რომ აღნიშნული გვერდი 6 დეკემბერს ფეისბუქის
ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ
მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი გვერდები მომავალშიც
შეიქმნებოდა.
დავით ასათიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას
მოუწოდა, დაინტერესდეს ამ საკითხით და გამოავლინოს ყველა ის პირი,
ვინც ჩართულია აღნიშნულ ქმედებებში.
მასალის გამოყენების პირობები