სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2018 წლის შემაჯამებელ
პრესკონფერენციაზე ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ
პირობებზე ისაუბრა.
ომბუდსმენმა განაცხდა, რომ ბედიანის ფსიქიატრიულთან ერთად,
ხონის დაწესებულებაში არსებული პირობები უკიდურესად მძიმე და
პაციენტებისთვის დამამცირებელია. ნინო ლომჯარიას თქმით, ფსიქიკური
ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის არსებობის
მიუხედავად, სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები ირღვევა.
"სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება
პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე,
ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო
შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური
დადამამცირებელი მოპყრობა.
უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და
მყისიერი ზომები",–ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
ხონის ფსიქიატირულ დაწესებულებაში 600–მდე პაციენტია. რამდენიმე
კვირის წინ დაწესებულებაში ახალი კორპუსი გაიხსნა, ძველში კი
სარეაბლიტაციო სამუშაოები დაწყებულია. რეაბილიტირებულ კორპუსში ამ
დროისთვის 80 პაციენტია გადაყვანილი.
ჩამსხვრეული მინები, ღირსების შემლახავი პირობები -
რა ხდება ხონის ფსიქიატრიულში (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები