ახალი ამბები
თეთრი ხიდის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასი ორი თვეა არ მიუღიათ
FaceBook
თეთრი ხიდის სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს ხელფასი ორი თვეა არ მიუღიათ.   მუშებისთვის ხელფასი მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპნიას "ალმა–რუსს" უნდა დაერიცხა. თუმცა,  პრეტენზია მუშებს  არა კომპანიასთან, არამედ მერიასთან აქვთ. 

"ფილების  დაგებაზე ექვსი ადამიანი ვმუშაობდით და სექტემბრის შემდეგ არ მიგვიღია ხელფასი. ვხედავდით, რომ საქმე ვერ მიდიოდა კარგად და სამუშაოების  შეწყვეტა გადავწყვიტეთ, მაგრამ მერიიდან მოდიოდნენ და გვთხოვდნენ, რომ როგორმე  დაგვემთავრებინა  3 ნოემბრისთვის. ამ ადამიანებს  ყველას ვიცნობ სახეზე. ჩვენ რომ დღე და ღამე არ გვემუშავა ახლაც არ იქნებოდა დამთავრებული. ახლაც  ჰქონიათ პრეტენზია, მაგრამ თუ არ მოსწონდათ რატომ გახსნეს საერთოდ", – ამბობს ჩვენთან საუბარში თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა გელა თევდორაძე.

ის განმარტავს, რომ კომპანიამ საიდან მოიტანოს თანხა თუკი მერიამ არ დაურიცხა. გელა თევდორაძის თქმით,  ექვსივე მუშას 1500– 1500 ლარამდე ერგებათ. 

"ხელშეკრულება არც კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული და თავისთავად არც მერიასთან. რომ ვიდავოთ სამართლებრივად, ცხადია, მერია ყოველთვის მართალი იქნება ჩვენთან, მაგრამ ადამიანურ დამოკიდებულებაზეა საუბარი,  მუშაობის დროს გვთხოვდნენ დასრულებას, გახსნა რომ უნდოდათ და მერე აღარ დაგვირიცხეს", – განმარტავენ მუშები. 

მისი თქმით, ისინი მერიის უკმაყოფილების და მოტყუების გამო მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავან.  

კომპანია "ალმა რუსშიც" ადასტურებენ, რომ მათ ბოლო ორი თვის ხელფასი  არ აქვთ გაცემული. კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ყურუას თქმით, მერიამ მხოლოდ თანხის  ნაწილი დარიცხა, რის გამოც ვერ შეძელეს ხელფასების გაცემა. 

თავის მხრივ, "ალმა რუსი" თავიანთი ინტერესების დაცვას სასამართლოს გზით შეეცდება.

ქუთაისის  მერიაში  განმარტავენ, რომ  სამუშაოებზე დასაქმებული პირებისთვის ხელფასის გაცემას კომპანიას უნდა უზრუნვლეყო.

,,პროექტზე დასაქმებულების შრომით ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია კომპანია "ალმა რუსი", შესაბამისად, თუ ვინმე გაურბის მათი ანაზღაურების პასუხიმგებლობას უნდა მიმართონ კომპანიის მენეჯმენტს,მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იდაოს სამართლებრივად. რაც, შეეხება მერიის მოთხოვნას დროულად დასრულებულიყო სამუშაოები ეს ბუნებრივია, მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად ემატებოდა კომპანიას ჯარიმა, მერია დაინტერესებული იყო საზოგადოებისთვის დიდხანს არ შეექმნა დისკომფორტი და ხიდი დასრულებულიყო მაქსიმალურად შეზღუდულ ვადებში,"- აცხადებენ მერიაში.


ქუთაისის მერიამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი გამოყო. სამუშაოები "ალმა რუსმა"შეასრულა, როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.

მერიასა და კომპნიას შორის ხელშეკრულება  გასული წლის 24 მაისს  435 997 ლარზე გაფორმდა. მერიაში განმარტავენ, რომ "ალმა რუსს" 290 000 ლარი დაურიცხეს.

"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისს დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ხუთვიანი ლოდინის შემდეგ ხიდი 3 ნოემბერს გაიხსნა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.