თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე, ქუთაისის აეროპორტში მომხდარი
თავდასხმის ფაქტზე დაკავებული დავით გორგოძე, გაათავისუფლეს.
გორგოძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000 ლარიანი
გირაო შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს თანხის 1000
ლარამდე შემცირებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა. გორგოძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.
1 დეკემბერს, ქუთაისის აეროპორტში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით
შსს–მ სულ
ოთხი პირი დააკავა. მათგან ორი სასამართლომ 700
–700 ლარით დააჯარიმა. ერთის ბრალელულობა კი არ გამოიკვეთა.
გამოძიების ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და
მის მეუღლეს, ოთხი პირი სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო,
თავს დაესხა. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებდა.
მასალის გამოყენების პირობები