საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს
შემადგენლობაში გადადის. სააგენტო სამინისტროში საქვეუწყებო
დაწესებულების ფორმით დაექვემდებარება.
შესაბამისი კანონპროექტი დღეს შსს–ს მინისტრის მოადგილემ, ნათია
მეზვრიშვილმა წარადგინა.
მეზვრიშვილის თქმით, ცვლილება საგანგებო სიტუაციების ეფექტურ მართვას
უკავშირდება.
"ერთი პერიოდი ეს სამსახური გავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს
შემადგენლობიდან. ბუნებრივია მაშინ არსებობდა შესაბამისი საფუძველი.
შემდგომში უკვე პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაგალითად, ბორჯომ–ხარაგაულის
ხეობაში ხანძრების დროს ძირითადად, ხდებოდა შინაგან საქმეთა
სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და
ინფრასტრუქტურის გამოყენება. შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ უკეთ
მოხდეს საგანგებო სიტუაციების მართვა, ეს სამსახური გადმოდის
ისევ შსს–ს შემადგენლობაში", – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სააგენტოსთან ერთად შსს–ს დაექვემდებარება "სახელმწიფო რეზერვებისა და
სამოქლაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს" სსიპი.
მინისტრის მოადგილის თქმით, არ შეიცვლება არც საშტატო რიცხოვნობა და
არც სამინისტროს ბიუჯეტი.
მასალის გამოყენების პირობები