ახალი ამბები
სად წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
FaceBook
თეთრ ხიდზე დადებული თეთრი 13 ქვა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობით აიღო.

ამჟამად ქვები მერიის საწყობში ინახება.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, ქვების დადებით ქვეითთა და ავტომანქანათა მოძრაობა ფერხდებოდა, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის თანხლებით ქვები აეღოთ და მერიის დაქვემდებარებაში არსებულ საწყობში შეენახათ.

"ღამის 01:00-02:00 საათისთვის ავიღეთ. ვერ დავუკავშირდით სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, ხელმძღვანელს ტელეოფონი გამორთული ჰქონდა, ამიტომ გამოვიძახეთ პატრული და მათი მეთვალყურეობით ჩავატარეთ ეს სამუშაოები", - ამბობს ზვიად ჯავახია.



მისივე თქმით, ხიდზე ქვების მიტანის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმიც შედგა, რომელიც განსახილველად სასამართლოში გადაიგზავნება. დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიას 2 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.

თეთრი ქვები თეთრ ხიდზე 5 დეკემბრის საღამოს,  სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ "ალმა რუსმა" მიიტანა. კომპანიის წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ქვების დადება ხიდზე ნამდვილად მათ მიერ მოხდა, თუმცა სხვა დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

"ახლა მივდივარ მერიაში. უნდა გავარკვიო რა ხდება, მანამდე ვერაფერს გეტყვით," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.

ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.

მთავარი ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი


ამავე თემაზე:

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)

თეთრ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს

თეთრი ხიდიდან ქვები აიღეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.