ქუთაისი-ხონის გზაზე, მიკროავტობუსის ამობრუნების შედეგად დაშავებული
სამხედროების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ოთხი მათგანი მკურნალობას ჩხობაძის კლინიკაში გადის.
"სამ პაციენტს ტვინის შერყევა აქვს, ერთს ლავიწის ძვლის მოტეხილობა,
რომელიც ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს", - კლინიკის ემერჯენსის
განყოფილენის ექიმი, ელისო ონიანი.
დაშავებულ ხუთ სამხედროს კი ქუთაისის რეფერალურ ჰისპიტალში
მკრუნალობენ.
ჰოსპიტალის დირექტორი, ირაკლი გოგინავას თქმით, მათთან დილით 11
სამხედრო მიიყვანეს. ექვსი მათგანი უკვე გაწერილია.
"ამჟამად, ჰოსპიტალიზირებულია ხუთი პაციენტი. ოთხს ტვინის შერყევა
აღენიშნება, ერთს ლავიწის ძვლის მოტეხილობა. მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ამბობს ირაკლი გოგინავა.
ქუთაისი-ხონის გზაზე
ავარია 08:00 საათზე მოხდა. დაუდასტურებელი
ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები
გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომლის შემდეგაც სავალ გზაზე
გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება 15-მა
სამხედრომ მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქმე ს/ს კოდექსის 276-ე
მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები