"მომავალი წლიდან პირველი სესია თბილისში ჩატარდება", – ამის შესახებ
საართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა
განაცხადა.
მისი თქმით, 2019 წლის იანვრიდან უკვე დაიწყება ქუთაისში მდებარე
პარლამენტის შენობიდან ტექნიკის დედაქალაქში გადატანა.
"იანვარში (ქუთაისში) სესიები არ გაიმართება, რადგან აპარატურა
ქუთაისიდან თბილისში უნდა გადაიტანონ", - განაცხადა თამარ
ჩუგოშვილმა.
დეპუტატები დღეს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მეორე
მოსმენით განიხილავენ. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის
ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები