ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შემოწმება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა მიმდინარე წლის მაისში ჩაატარა.
ქუთაისის სამაწარმეო ობიექტებმა 2014 წელს მოგება ნახეს. წარმოების სფეროში - 75%, ვაჭრობა - 80% და მომსახურება 86% - ასეთი შედეგები აჩვენა მერიის მიერ გამოკითხული 300 საწარმოსა და 3 279 სუბიექტის შუალედურმა შედეგებმა. ქალაქში არსებული ბიზნესობიექტების შემოწმება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა მიმდინარე წლის მაისში ჩაატარა.
ავეჯი, ხორც-პროდუქტები, ხორბლის გადამუშავება, ლუდი და უალკოჰოლო სასმელები, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, სამშენებლო დანადგარები - ეს სხვა წარმოების სფეროს ბიზნესში შედის, ხოლო სამომსახურებოში - სასტუმროები, საზკვება, ავტომომსახურება, ვალუტი გადაცვლის პუნქტები, სილამაზის სალონი, ინდკერვა და სხვადასხვა ობიექტები.
კვლევის მიზანი იყო ქუთაისში არსებული საწარმოების პრობლემების შესწავლა მათივე გამოსწორების მიზნით. ჩატარებული კვლევით ბიზნესობიექტების
სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა. თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები