საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
ინიცირებული კანონპროექტი, მარიხუანას მოხმარებისა და ნარკოტიკული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, მესამე მოსმენით
დაამტკიცა.
ცვლილებათა პაკეტი მოიცავს ცვლილებებს ადმინისტრაციულ, სისხლის
სამართლისა და არასრულწოვანთა მართლმსაჯულების შესახებ კანონებში.
კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება დასაშვები იქნება
მხოლოდ პირად სივრცეში. ეს არ ეხება 21 წლამდე ახალგაზრდებს,
რომლებისთვისაც მარიხუანას მოხმარება ყველა სახის სივრცეში დასჯადი
იქნება. აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია 500–დან 1000
ლარამდე ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 –დან 1500 ლარამდე
ოდენობით.
21 წელს ზემოთ პირებისთვის დასჯადი იქნება მარიხუანას მოხმარება იმ
შემთხვევაში, თუ კონკრეტული საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად საწარმოო
ობიექტს წარმოადგენს.
მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, დაისჯება საზოგადოებრივი
თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო
დაწესებულებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული
პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის,
ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).
შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროეტში ერთ–ერთი
მთავარი ცვლილება ეხება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ტრანსპორტის
მართვას, რომელიც სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება.
"ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ხორციელდება, ეს არის
ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის
კრიმინალიზაცია, რომელიც დღეს ადმინისტარციული სამართალდარღვევათა
კოდექსით ისჯება. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ქმედება იქნება
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და დაისჯება
ამ წესით",–განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია
მეზვრიშვილმა კანონპროეტის წარდგენისას.
დამატებით ზომებს იღებს საქართველოს მთავრობა ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებაზე დაყოლიების, გამსაღებლისა და გამავრცელებლის
წინააღმდეგაც.
თუ მოქმედი რეგულაციით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებზე დაყოლიება
მხოლოდ 18 წლამდე პირთან მიმართებით ისჯება, ცვლილების მიხედვით ეს
ასაკი 21 წლამდე აიწევს.
5000 დან 10 000 ლარამდე გაიზარდა სანქცია მარიხუანას პოპულარიზაციისა
ან რეკლამირებისთვის ფიზიკური პირისთვის, იურიდიული პირის შემთხვევაში
კი 10 000 დან 20 000 ლარამდე
მასალის გამოყენების პირობები