დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 40 000 აბონენტს ელექტროენერგია არ
მიეწოდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, გათიშულია იმერეთის, სამეგრელოსა
და გურიის რეგიონები.
სტიქიის გამო 1 დეკემბრის დილიდან სულ 75000 აბონენტი იყო გათიშული.
"ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, მიხეილ ბოცვაძის თქმით,
მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისთვის, რომ დღის ბოლომდე ყველა
აბონენტს დენის მოწოდება აღუდგეს.
"გვიან ღამით შევწვიტეთ სამუშაოები უსაფრთხოებიდან გამომდიბარე,
დამატებითი ბრიგადების დახმარებით სამუშაოები დილით განახლდა. ჩვენი
მიზანია ყველა აბონენტს დღის ბოლომდე მივაწოდოთ ენერგიას", -
განაცხადა "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ
ბოცვაძემ.
ამ დრომდე
გათიშულია ელექტროენერგია ქუთაისის რამდენიმე
უბანში.
ქუთაისში აბონენტების ენერგომომარაგება 30 ნოემბრის საღამოდან შეწყდა.
ძლიერმა ქარმა ქალაქში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
სტიქიამ ათეულობით სახლსა და საზოგადოებრივ დაწესებულებას
სახურავი გადახადა. დააზიანა შენობები,
მოთხარა ხეები.
მასალის გამოყენების პირობები