თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის
საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ჩარკვიანის თქმით, მათ თავს ორი ახალგაზრდა დაესხა, რომლებიც აგრესიით
გამოირჩეოდნენ. ჩარკვიანი ირწმუნება, რომ კონფლიქტი პოლიტიკური ნიშნით
დაიწყო, რადგან ახალგაზრდებმა მას ვაშაძის არჩევნებში დამარცხება
მიულოცეს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ეჭვმტანილები
პოლიციამ უკვე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე განცხადებას
მოგვიანებით გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები