გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ქარის სიჩქარე 23
საათიდან დაიკლებს.
1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში კი შეწყდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის
ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, ხვალიდან წვიმაა
მოსალოდნელი.
მისივე თქმით, პირველში დეკემბრის
ათი საათიდან გაწვიმდება.
ქუთაისში დღის განმავლობაში ძლიერი ქარია. ქარმა ქუთაისის ცენტრალურ
ბაღში ორი
ხე
მოგლიჯა,
მეექვსე საჯარო სკოლას და კადეტთა ლიცეუმს
სახურავი გადახადა,
დაზიანდა სარეკლამო
ბანერები.
ძლიერმა ქარმა სახურავი რამდენიმე კორპუსს გადახადა.
მასალის გამოყენების პირობები