ქუთაისში, გორას ქუჩაზე ავტომობილს ხე დაეცა. შემთხვევის შედეგად
არავინ დაშავებულა.
მძღოლის თქმით, ავტომობილით ის და მისი მეუღლე მოძრაობდნენ, თუმცა ხის
დაცემის დროს შიგნით არ იყოფებოდნენ.
"არ ვიცი ჯერ ზუსტად რამდენად არის დაზიანებული მანქანა. დაზღვეული
მყავდა, მაგრამ ვადა რამდენიმე დღეა რაც გაუვიდა", - ამბობს
მძღოლი.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები
მუშაობენ.
ქუთაისში დღის განმავლობაში ძლიერი ქარია. ქარმა ქუთაისის ცენტრალურ
ბაღში ორი
ხე
მოგლიჯა, მეექვსე საჯარო სკოლას და კადეტთა ლიცეუმს
სახურავი გადახადა, დაზიანდა სარეკლამო
ბანერები.
მასალის გამოყენების პირობები