ქუთაისში ძლიერმა ქარმა კადეტთა ლიცეუმს სახურავი გადახადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა
შენობის ყაზარმული ნაწილი, სადაც სამხედროების საძინებლებია
განთავსებული.
ჩამოშლილი სახურავის ფრაგმენტებმა ეზოში მდგარი ორი ავტომანქანაც
დააზიანა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო
ჯგუფები.
მასალის გამოყენების პირობები