"შეუძლია ყველას, წარმოადგინოს თავისი ხედვა. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. წარმოადგინეთ თქვენი ხედვები ოღოდნ ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელოები".
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქის სტრატეგიული გეგმა და იდეა სადღეგრძელოსავით არ უნდა იყოს. ქალაქის განვითარების ესა თუ ის იდეა უნდა იყოს დაკონკრეტებული და კარგად დასაბუთებული. სევე, ქალაქის შესაძლებლობებზე მორგებული. ამის შესახებ მურღულიამ მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ ქუთაისში სამეწარმეო
კვლევის შედეგების წარდგენაზე ისაუბრა.
ქალაქის პირველი პირის თქმით, ქალაქის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით ჩართული უნდა იყოს ხანშიშესული ადამიანები. რადგან, როგორც მურღულია ამბობს, ამ ადამიანებს სასარგებლო იდეები აქვთ.
"შეუძლია ყველას წარმოადგინოს თავისი ხედვა. მაგრამ საქმე საქმე რომ მიდგება კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. წარმოადგინეთ თქვენი ხედვები ოღოდნ ეს არ უნდა იყოს სადღეგრძელოები", - განმარტა ქალაქის მერმა. რაც შეეხება, მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ წარმოდგენილ კვლევის შედეგებს, რომელიც ქალაქში სამეწარმეო ობიექტებს შეეხებოდა, აღნიშნა, რომ მიღებული შედგებით მოლოდინები გაუმართლდა.
"უკეთესს შედეგს არც ველოდი. თუმცა, არსებულიც არ არის ცუდი და საგანგაშო. ქუთაისი უკან არ მიდის - ეს მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს რომლებიც ამით სპეკულირებენ", - ამბობს შოთა მურღულია.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები