"ჩვენ ვაგროვებთ მოსახლეობის იდეებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მომზადებისათვის".
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლებმა პროექტის "შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფორუმი გამართეს.
"ჩვენ ვაგროვებთ მოსახლეობის იდეებს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მომზადებისათვის. გამოთქმული იდეები გადაეცემა უნივერსიტეტს, ხოლო პერსპექტიული იდეები იქცევა პროექტებად და აისახება ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რომელსაც წლის ბოლომდე ქალაქი შეიმუშავებს" – განმარტა ფორუმზე ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების განმარტებით, მიღებული იდეების დამუშავდება და მისი პრეზენტაცია მიმდინარე წლის სექტემბრში მოხდება.
პროექტში ჩართულია ქუთაისის მერიის 50 თანამშრომელი, რომლებიც განახორციელებენ მართვის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით მოსახლეობის ანკეტირებას. "შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" - ამ შინაარსის წარწერიანი მაისურებით.
ლანა კოკაია
მასალის გამოყენების პირობები