ქუთაისში პირველადი მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
ცესკომ ქუთაისში 43 უბნის შედეგები28 ნოემბრის 24:00 საათისთვის
გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის
პრეზიდენტობის კანდიდატმა 12 369 ხმა მიიღო, რაც 51.39% შეადგენს.
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე
ზურაბიშვილმა კი 11 699 ხმა მოაგროვა, რაც 48.61%. ქუთაისში სულ 122
უბანია.
ყველა საარჩევნო უბანი 8 საათზე დაიკეტა.
ტელეკომპანიების "რუსთავი 2–ის" და "იმედის" ეგზიტპოლების შედეგებით,
საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
მასალის გამოყენების პირობები