ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ
მომცა, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა
საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქართველი ხალხის არჩევანი არის
მშვიდობიანი, თავისუფალი და თანასწორი მოქალაქეების ქვეყანა.
"ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი საქართველოა, თავისუფალი და თანასწორი
მოქალაქეების ქვეყანა. ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან
დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის,
მარამ ჩვენ ყველანი, ერთი პატარა ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ერთ
სახელმწიფოში ვცხოვრობთ და უნდა ვიცხოვროთ მომავალშიც. უნდა
გავამთლიანოთ, დავაწყნაროთ და დავამშვიდოთ ის, ამიტომ მე გპირდებით
დღეს, რომ ყველაფერს ვიღონებთ რასაც შევძლებთ, რომ ამას მივაღწიოთ,
რომ ჩვენ გავერთიანდეთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის
მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი
იმარჯვებს.
მასალის გამოყენების პირობები