ტყიბულის მუნიციპალატეტში საარჩევნო უბნებთან ავტობუსებით ხალხის
მობილიზება შეინიშნება. ავტობუსში მყოფი ხალხი ამბობს, რომ
არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მუნიციპალიტეტში მერსედესის მარიკის ორი ავტობუსი ჯერ მერიის
შენობასთან იდგა, შემდეგ კი სხვადასხვა საარჩევნო უბანთან
გადაადგილდებოდა. ადგილობრივების თქმით, ეს ავტობუსები სხვა დროს
მუნიციპალიტეტთან არ უნახავთ. ტყიბულის "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ავტობუსებით ამომრჩეველი
ოცნების წარმომადგენლებმა სხვა ქალაქიდან ჩამოიყვანეს.
“დანამდვილებით ვიცით რომ ორი, ხალხით სავსე ავტობუსი თბილისიდან
ჩამოიყვანეს, რათა ოცნებამ მეტი ხმა მიიღოს,” - ამბობს ტყიბულის
ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით
ქათამაძე.
მასალის გამოყენების პირობები