ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის 28-ე საარჩევნო უბნის კაბინიდან
გამოსულმა პირმა ამომრჩევლებს დემონსტრაციულად აჩვენა ბიულეტენი,
სადაც 48 ნომერია შემოხაზული.
ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი
საუბრობს. მურად დეკანოიძის თქმით ეს დარღვევაა და ფაქტზე საჩივარიც
დაწერა.
"არ დაუკეცია ბიულეტენი ისე გამოვიდა და აჩვენა ყველას, რომ ხმა მისცა
სალომე ზურაბიშვილს", - ამბობს მურად დიაკონიძე.
მასალის გამოყენების პირობები