ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდა
FaceBook
ქუთაისში, 39-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ხმა მიცემული დახვდა. თუმცა, ლელია სილაგაძე ირწმუნება, რომ ამ დრომდე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"ჯერ მითხრეს, პირადობა ყალბი არისო, კარგად რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ რომ შეცდნენ. მერე ჩემს გრაფაში ხელმოწერა გაკეთებული დამხვდა, გამოდის რომ ჩემს ნაცვლად ხმა სხვამ მისცა. გავჯიუტდი და ჩარევით, როგორც იქნა, ხმა მიმაცემინეს", - ამბობ ლეილა სილაგაძე.

39-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე ნინო გაბუნია ადასტურება, რომ ლეილა სილაგაძის გრაფაში ნამვილად იყო ხელმოწერა. თუმცა, ამბობს, რომ არ იცის, ეს როგორ მოხდა.

"ნამდვილად იყო ხელმოწერა. მაგრამ რა მოხდა ვერ გეტყვით. რაც შეეხება, მისი პასპორტის სიყალბეს, ასე არ ყოფილა. უბრალოდ, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა თქვა, რომ ამ ქალს დღის პირველ ნახევარში ხმა დაფიქსირებული ჰქონდა. საბოლოო ჯამში, ცესკოს წარმომადგენლების ჩარევით, ამომრჩეველმა ხმა დააფიქსირა",- ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

აღასანიშნავი რომ ქუთაისის 39-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველს ანალოგიური პრობლემა პირველ ტურშიც შეექმნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.