ცაგერში, #1 საარჩევნო უბანში, ხანძრის გამო საარჩვნო პროცესი
შეწყდა.
კულტურის სახლის დარბაზში ცეცხლი დაახლოებით დილის 9 საათზე გაჩნდა.
დაკვამლიანების მიზეზით, საარჩევნო პროცესი დროებით შეფერხდა. ადგილზე
მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის ეკიპაჟები.
„განიავება მალე დასრულდა და საარჩევნო პროცესი 15 წუთში აღდგა" -
განუცხადა პირველ არხს ცაგერის 45 საოლქო საარჩევო კომისიის
თავმჯდომარემ ლელა კოპალიანმა.
ცაგერში სულ 41 საარჩევნო უბანი და 11045 ამომრჩეველია რეგისტირებული.
12 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილება 2588 ამომრჩეველმა
მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 23,43 % შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები