ბაღდათის საარჩევნო ოლქში „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის"
დამკვირვებელი გიგა გელხვიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების"
კოორდინატორმა სცემა.
ინცინდენტი #12-ე საარჩევნო უბანზე მოხდა.
„ინციდენტის მიზეზი ვარ მე. ჩემი აქ ყოფნა არ მოსწონთ "ქართული
ოცნების" წევრებს. მას შემდეგ, რაც მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე,
უბანი დავტოვე, რა დროსაც ჩემთან მოუოლოდნელად მოვიდა მმართველი
პარტიის კოორდინატორი და შტაბის ხელმძღვანელი, რომელმაც მომაყენა
სიტყვიერი შეურაცხოფა. ამის შემდეგ დავრეკე საპატრულო პოლიციაში, რის
გამოც ეს ქალბატონი გაბრაზდა, თმებში მწვდა და მცემა“–განაცხადა გიგა
გელხვიძემ.
"ქართული ოცნების" შტაბში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას
მოიკვლევენ. მათ პოზიციას, ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები