ქუთაისში #87-ე, 88-ე და 90-ე საარჩევნო უბნებთან სიებით ხელში
კოორდინატორები არიან მობილიზებულნი.
ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, კოორდინატორებმა სიები
დამალეს და განმარტეს, რომ უბანზე ყოფნა მათი უფლებაა. მათი
განცხადებით, ამომრჩევლების მონიტორინგს არ ახორციელებენ. "არაფერსაც
არ ვიწერთ. ჩემი უფლებაა აქ ვიყო "-ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ქუთაისში ყველა საარჩევნო
უბანი 07:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.
ქუთაისის #59 საოლქო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე
რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემა მშვიდ
ვითარებაში მიმდინარეობს.
"იყო რამოდენიმე უბანი, სადაც შეფერხება მოხდა კომისიის წევრების
გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ყველა ხარვეზი
აღმოფხვრილია" - ამბობს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, მხოლოდ ერთი სპეცუბანია,
N2 საპყრობილე, სადაც 260 ამომრჩეველია.
მასალის გამოყენების პირობები