ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები არჩევნებში
მონაწილეობას დღეს მიიღებენ.
ცესკოს ცნობით, ორი საარჩევნო უბანი ავღანეთის დროით 07:00
საათზე - ბაგრამის საარჩევნო უბანი - "ბაგრამის საავიაციო ბაზაზე" და
№2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - "ბაზა
მარმალიზე"გაიხსნება .
ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე.
პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით.
ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და
28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება
ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს.
პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად,
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა
სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის"
კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს
სრულად შეგიძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები