მეხანძრე მაშველების უნიფორმას სპეცფეხსაცმელები დაემატება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იტალიურ კომპანია
"GRISPORT"-ისგან მეხანძრე-მაშველებისთვის 4000 წყვილ სპეციალურ
ფეხსაცმელს შეიძენს.
ფეხსაცმელი გამოირჩევა 2 წლიანი საექსპლუატაციო ვადით. საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, ფეხსაცმელები თავისი
ტექნიკური მახასიათებლებით, სრულად შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს.
მეხანძრე-მაშველების სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის 677 600 ლარი
დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები