ქუთაისში ყინულის მოედანი ფუნქციონირებას
3 თვეში განაახლებს.
ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გამოცხადებული
ტენდერი, რომელიც ქუთაისის ყინულის მოედნისთვის საყინულე დანადგარის
(ჩილერის) შეძენა-დამონტაჟებას ითვალისწინებდა დასრულებულია.
სატენდერო ღირებულება თავდაპირველად 218 000 ლარს შეადგენდა.
ტენდერში 164 999 ლარით შ.პ.ს. "ტრემაქს ჯორჯიამ" გაიმარჯვა.
კომპანიასთან ხელშეკრულება 2018 წლის 20 ნოემბერს დაიდო.
სატენდერო პირობების მიხედვით შ.პ.ს. "ტრემაქს ჯორჯია" დანადგარის
სრულ მონტაჟს ხელშეკრულების დადებიდან 95 კალენდარულ დღეში 3 წლიანი
გარანტიით უზრუნველყოფს.
ამავე
თემაზე:
"ველოდებით აგრეგატს"
- ქუთაისში ყინულის მოედანი დაკეტილია
ყინულის
მოედანი ყინულის გარეშე (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები