ახალი ამბები
ენმ - "მუქარის შემცველი ზარებით მიმდინარეობს ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა"
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქართულ ოცნებას“ ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, გიგა შუშანიას თქმით, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებზე ნადირობამ მასიური ხასიათი მიიღო. მისივე თქმით, ეს პროცესი კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება, რადგან მასში ჩართულია საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.

"ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, თავს ასაღებენ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებად, ინიშნავენ ჩვენს მხარდამჭერებს და სთხოვენ მათ პირადობის მოწმობებს. ამ პროცესს ხელმძღვანელობენ უშუალოდ ქუთაისის მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოებში. ამომრჩევლის იდენთიფიცირების შემდეგ, უკვე "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, პირადად ქუთაისის მერი ერთვება ამ ტიპის კომუნიკაციებში. ასევე, საჯარო მოხელეებს ავალებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების და პირადობის მოწმობის მონაცემების მიტანას. არ შესრულების შემთხვევაში კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან", - ამბობს შუშანია.

შუშანია, ასევე, აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამომრჩევლები ერიდებიან საჯარო საუბარს, თუმცა მათ მიერ მოხდა რამდენიმე ადამიანის იდენთიფიცირება.

ის, ერთ-ერთ სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს, რომელი ნომრიდანაც მისი თქმით, სისტემატიურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები და ამ გზით ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობისა და სხვა პირადი მონაცემების მოთხოვნა.



"ეს ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მალხაზ აბაშიძეს, რომელიც ერთ–ერთი ააიპ-ის თანამშრომელი, გიორგის ჭიაღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია. ასევე, ბუხაიძის ქუჩა #18 და #20 ბინებში გრიგოლ ვაშაძის სახელით ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ვინმე ხატია ელიავა, რომელიც ქართული ოცნების გამარჯვების შტაბის წარმომადგენელი აღმოჩნდა.
მე–7 საჯარო სკოლის მშობლებიდან კი მივიღეთ ინფორმაცია, რომ სატელეფონო ნომრიდან, რომელიც ეკუთვნის ამავე სკოლის პედაგოგს, ხორციელდება იგივე ტიპის სატელეფონო ზარები", - აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. 

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ოპონენტებს მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პასუხს, მათ პოზიციას ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.