ქუთაისში, საახალწლო ნობათისთვის პროდუქტების შესაძენად
ქუთაისის მერიამ ტენდერი (NAT180018099) გამოაცხადა.
სადღესასწაულო ნობათში შედის ორი კგ. შაქარი, ამდენივე პურის
ფქვილი, გაყინული ქათამი, 10 ცალი კვერცხი, შედედებული რძე, ზეთი,
შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი და კარაქი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ნობათი 2000 პაკეტად უნდა
დამზადდეს, თუმცა, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ პრუდუქტებს უფრო
მეტი სოციალურად დაუცველი მიიღებს.
საახალწლო ნობათის შესაძენად ქუთაისის მერია 60 000 ლარს
დახარჯავს.
სოციალურად დაუცველები პროდუქტებს საჩუქრად ყოველ ახალ წელს
იღებენ.
მასალის გამოყენების პირობები