ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს ვილსონმა წინასაარჩევნო
გარემოზე ქუთაისში ისაუბრა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეინიშნება გარკვეული დაძაბულობა, თუმცა,
ეს წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელია.
"პოლიტიკურად საკმაოდ საინტერესო დროს ჩამოვედი საქართველოში. არის
წინასაარჩევნო პერიოდი და რა თქმა უნდა არის გარკვეული დაძაბულობა,
რაც დამახასიათებელია წინასაარჩევნო პერიოდისთვის. ჩვენ ყურადღებით
ვაკვირდებით პროცესს. გვქონდა შეხვედრები კანდიდატებთან და ასევე
ვგეგმავთ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. არსებობს ცხარე
რიტორიკა, მაგრამ აუცილებელია შენარჩუნდეს მშვიდი ტონი და ქვეყანამ
გააგრძელოს თავისი სწრაფვა ღია დემოკრატიისკენ და ტოლერანტობისკენ
"-განაცხადა როს ვილსონმა.
ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისს სოფლის მეურნეობის
ახალი პროგრამის გახსნაზე ეწვია.საგრანტო პროგრამის ფარგლებში
ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ბიზნესის
გასაძლიერებლად
USAID -ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამით ისარგებლონ. შეხვედრაზე
მოწვეული იყვნენ დამწყები კომპანიები, რომლებსაც საშუალება აქვთ
გრანტის მიღების შემთხვევაში საკუთარი ბიზნესის ტექნიკური
გადაიარაღება მოახდინონ.
USAID-ის სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილია 3000 სამუშაო ადგილის შექმნა და 7 მილიონი ლარის
ინვესტიციების მოზიდვა.
მასალის გამოყენების პირობები