ხონის რაიონში მცხოვრებ თ.ხ. – ს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით
სისტემატურად ძალადობდა ორსულ მეუღლეზე, სამტრედიის რაიონულმა
სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის
მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ
სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, თ.ხ. 2018 წლის 10
ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6
თვის ორსულ მეუღლეზე. გამოძიების ინფრომაციით, თ.ხ. რომელიც ოჯახში
ძალადობის ფაქტზე 2018 წლის 17 აპრილსაც იყო დაკავებული, მეუღლეს
სწორედ იმ დღეებს ახსენებდა, რომელიც მისი თქმით, მან მის გამო
გაატარა ციხეში. იმავე ფაქტზე თ.ხ მეორედ 2018 წლის 15 ივნისს
დააკავეს.
თ.ხ. –ს სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ ბრალი სსკ 111 -126-ე
მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ცემასა და
ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური
ტანჯვა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები